ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ტრამპის იმპიჩმენტის მიზეზს "მოგონილს" უწოდებს


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი დაფუძნებულია "მოგონილ" ბრალდებებზე.

19 დეკემბერს, ყოველწლიურ პრეს-კონფერენციაზე მან თქვა, რომ მიუხედავად წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებისა, ის ფიქრობს, რომ ტრამპი თანამდებობას არ დატოვებს.

პუტინმა იმპიჩენტი ტრამპთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ბრალდებას, რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევას შეადარა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ორივე ბრალდება ერთნაირად უსაფუძვლოა.

პუტინმა დაამატა, რომ რუსეთი მზადაა ამერიკასთან ახალი "სტარტის" მოლაპარაკებები დაიწყოს, რომელიც შეიარაღებას ეხება. თუმცა, როგორც პუტინი ამბობს, ჯერ-ჯერობით რუსეთის შემოთავაზებაზე ამერიკისგან პასუხი არ ისმის. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოსთვის ძალიან ცუდი იქნება, თუ ეს შეთანხმება არ შედგება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG