ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრანაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო


შეიარაღებული ადამიანებით დატვირთული ჯავშანმანქანები, რომლებზეც რუსული დროშები იყო აღმართული, უკრაინის ქალაქ სლავიანსკში შევიდნენ.

ზოგერთი ჯარისკაცის განცხადებით, ისინი რუსეთის მხარეს გადასული უკრაინელები არიან, რომლებიც რუს ჯარისკაცებს შეუერთდნენ ქალაქში რამდენიმე სამთავრობო შენობის გასაკონტროლებლად.

შეიარაღებული პრო-რუსული ძალები ასევე აკონტროლებენ დონეცკის მუნიციპალიტეტის შენობას, სადაც სეპარატისტები უკრაინისგან გამოყფისა და რუსეთთან შეერთების მიზნით რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამშაბათს საპასუხო ოპერაცია განახორციელეს სამთავრობო შენობების მთავრობის კონტროლის ქვეშ დაბრუნების მიზნით.

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ ალიანსი რამდენიმე დაუყოვნებელ ნაბიჯს გეგმავს აღმოსავლეთ ევროპაში ძალების გასამაგრებლად:

„ჰაერში უფრო მეტი თვითმფრინავი და წყლებში უფრო მეტი გემი გვეყოლება და ხმელეთზეც მომატებული მზაყოფნა გვექნება. მაგალითად, ბალტიისპირეთის რეგიონში უფრო მეტი საჰაერო პოლიციის თვითმფრინავი იფრენს და ბალტიის ზღვაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში და სხვა შესაბამის ადგილებში ალიანსის გემების დისლოცირება მოხდება.“

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე დაძაბულობამ ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა.
XS
SM
MD
LG