ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯოზეფ ბაიდენი 22 აპრილს კიევში გაემგზავრება


როიტერი:

თეთრი სახლის განცხადებით, ვიცე პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი კიევში ჩავა უკრაინის მთავრობისადმი მხარდაჭერის გამოსახატად მაშინ, როცა ამერიკის მთავრობა შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის მოქმედებით უკრაინის აღმოსავლეთში.

ბაიდენი კიევში 22 აპრილს ჩავა. უკრაინაში კრიზისის დაწყების შემდეგ, ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირი იქნება, რომელიც უკრაინას მოინახულებს.

შაბათს, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ტელეფონით რუს კოლეგას სერგეი ლავროვს ესაუბრა. კერიმ აღნიშნა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში, შეიარაღებული პირების მიერ განხორციელებული თავდასხმები კარგად ორგანიზებული და შეთანხმებული იყო.

კერიმ დასძინა, რომ თუ რუსეთი ჯარებს უკრაინის საზღვრამდე არ გაიყვანს და სიტუაციის დე-ესკალაციას არ მოახდენს, სერიოზული შედეგები არ დააყოვნებს.
XS
SM
MD
LG