ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაცენიუკი დონეცკში ადგილობრივ ლიდერებს შეხვდა


Ukraine
Ukraine

დღეს უკრაინის ქალაქებში - დონეცკში და ლუგანსკში შეიარაღებულ პრორუსულ სეპარატისტებს ულტიმატუმის ვადა ამოეწურათ

დღეს უკრაინის მოქმედი პრემიერ-მინისტრი დონეცკში ადგილობრივ ლიდერებს შეხვდა. არსენი იაცენიუკი ამბობს, რომ ქალაქში შექმნილი დაძაბულობის დასრულებასთან დაკავშირებით ოპტიმიზმს ინარჩუნებს. „გარკვევით მინდა განვაცხადო, რომ ცენტრალური ხელისუფლება მზად არის არა მარტო დიალოგისთვის, არამედ - ქვეყნის მოქალაქეების კანონიერი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვისაც“ - განაცხადა პრემიერმა.

დღეს უკრაინაში შეიარაღებულ პრორუსულ სეპარატისტებს ულტიმატუმის ვადა ამოეწურათ. უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ტურჩინოვი მათ შეწყალებას დაპირდა, თუკი იარაღს დაყრიდნენ და დონეცკში და ლუგანსკში ოკუპირებულ სამთავრობო შენობებს დატოვებდნენ. სეპარატისტები ყირიმის მსგავსად, უკრაინისგან გამოყოფის და რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის -არსენ ავაკოვის- მიერ ოთხშაბათს გაკეთებული განცხადების მიხედვით, უკრაინა შენობების ოკუპაციას დღეს ნებისმიერი გზით დაასრულებს, იქნება ეს მოლაპარაკება, თუ ძალის გამოყენება.
XS
SM
MD
LG