ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

8 ნოემბრიდან ამერიკა საზღვარს გაუხსნის ყველა სრულად ვაქცინირებულ მოგზაურს


ამერიკა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სამოგზაუროდ 8 ნოემბრიდან დაუშვებს ქვეყანაში. პანდემიის გამო დაწესებული აქამდე არსებული წესები ახალი რეგულაციებით შეიცვლება.

ბაიდენის ადმინისტრაცია დღეს, დღის განმავლობაში გაავრცელებს იმ წესებს, რომლის დაცვაც ამერიკაში ჩამოსვლის ყველა მსურველს მოუწევს. ყველაზე მნიშვნელოვანი წესი ის იქნება, რომ სრულად აცრის გარეშე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელები არ დაიშვებიან.

თავდაპირველად, თეთრ სახლში ამ თემაზე კომენტარი 20 სექტემბერს გააკეთეს და თქვეს, რომ შეზღუდვები მოიხსნებოდა ყველა იმ უცხოელი ვიზიტორისთვის, ვინც სრულად აცრილი იქნებოდა. ამერიკა აპირებს, რომ მსოფლიოს 33 ქვეყნისთვის გახსნას საჰაერო და სახმელეთო საზღვარი.

განსაკუთრებული აკრძალვები ამერიკაში მგზავრობაზე 2020 წელს კოვიდ-19-ის პანდემიის გამო შემოიღო ქვეყნის მთავრობამ. ჯერ კიდევ ძალაშია აკრძალვა, რომელიც ეხება მათ, ვინც არ არიან ამერიკის მოქალაქეები და ბოლო 14 დღის განმავლობაში იყვნენ დიდ ბრიტანეთში, შენგენის ზონის 26 ქვეყანაში, ასევე ირლანდიაში, ჩინეთში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკაში, ირანსა და ბრაზილიაში.

თეთრი სახლი გეგმავს, რომ მას შემდეგ, რაც 8 ნოემბერს საზღვარს გახსნის, ეს წესები გააუქმოს და მგზავრებს მხოლოდ ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი მოსთხოვოს.

ბაიდენის ადმინისტრაცია ასევე მოსთხოვს ყველა ავიახაზს, რომ მათაც მკაცრად გააკონტროლონ მგზავრების ვაქცინაციის სტატუსი, ვიდრე ისინი ბორტზე მოხვდებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG