ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნორდ-ოსტი - არასწორად დაგეგმილი სპეცოპერაცია


შიში და გადარჩენის სურვილი - ეს იყო მოსკოვის ერთ-ერთ თეატრში შეკრებილი 800-ზე მეტი ადამიანის ერთადერთი სურვილი, მას შემდეგ რაც თეატრში მისულები მალევე 50-მდე ჩეჩენი მეამბოხის ტყვეობაში აღმოჩნდნენ.

19 წლის შემდეგ უფრო მეტი დეტალია ცნობილი. ყველაფერი 2002 წლის 23 ოქტომბრის საღამოს დაიწყო. თვითმხილველები ყვებიან, რომ შოკში ჩავარდნენ, როდესაც სპექტაკლის "ნორდ-ოსტის" მეორე მოქმედების დაწყების წინ ტყვიამფრქვევით შეიარაღებული მამაკაცი დაინახე, რომელიც სცენაზე დადიოდა. მალევე მათ აღმოაჩინეს, რომ მათ ირგვლივ თვითმკვლელი ტერორისტები იმყოფებოდნენ და აფეთქებით იმუქრებოდნენ.

მებრძოლებმა მალევე გააჟღერეს მოთხოვნები და ისინი ჩეცნეთიდან რუსეთის სამხედრო ძალების დაუყონებლივ გაყვანას ითხოვდნენ. ამ დროს უკვე ჩეჩნეთი წლების განმავლობაში იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის. ბოლო ათი წლის განმავლობაში მათ ორი ომი გადაიტანეს და საბოლოოდ, 1999 წელს სასტიკ ბრძოლაში დამარცხდნენ. მოგებული ომი ვლადიმირ პუტინმა გამარჯვებაში გამოიყენა და 2000 წლის 8 მაისს მან რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.

ნორდ- ოსტში ჩეჩენი მებრძოლების შეჭრის შესახებ მალევე ინოფმრაცია მედიასაშუალებებში გავრცელდა, ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმების მობილიზება მოხდა. მოლაპარაკებები რამდენიმე საათს გაგრძელდა და მალევე კრემლის გადაწყვეტილებით გადაწყდა, რომ თეატრში მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო.

კულტურის სახლში 57 საათიანი სროლისა და შეტაკებების შემდეგ რა დროსაც ორი მძევალი დაიღუპა, 26 ოქტომბრის დილით სპეცრაზმა თეატრის შენობა შტურმით აიღო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მათ შენობაში ძლიერი მომწამვლელი, მხუთავი აირი გამოიყენეს. ასე მათ შენობაში მყოფი ადამიანები გაანეიტრალეს და ადგილზე შესრულებს ათობით ადამიანი გარდაცვლილი დახვდათ.

ოფიციალური ინფორმაციით გაზის გამოყენების შედეგად შენობაში 120 მძევალი და ორმოცდაათივე ჩეჩენი მებრძოლი დაიღუპა, ათობით დაშავდა. მხუთავი აირით ასობით ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეირყა.

კრემლმა დანაშაული მალევე აღიარა. განიმარტა, რომ მომწამვლელი მხუთავი აირის გამოყენება მათთვის ერთადერთი გამოსავალი იყო მძევლების გასათავისუფლებლად, რაცას 120 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა ასობით კი დაშავდა. „ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა ეს საჭირო იყო, რათა მათ ვერ მოესწროთ ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედება“ ამბობდნენ მაშინ სპეცსამსახურების წარმომადგენლები. ჩადენილი დანაშაულის მიუხედავად კრემლმა მაშინ სპეცოპერაციაში ჩართული ყველა პირი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

მალევე რუსეთში გლოვა გამოცხადდა, დაღუპუები დაკრძალეს ხოლო დაშავებულები მკურნალობას უკვე 19 წელია აგრძელებენ. გაირკვა რომ სპეცრაზმმა 2002 წლის 26 ოქტომბერს შენობაში საანესთეზიო გაზი გამოიყენეს რომლის შემადგენლობაც ამ დრომდე უცნობია. ზუსტად ერთ წელში კი თეატრმა მუშაობა განაახლა. 64-მდა დაზარალებულმა სამართლებრივი დავაც დაიწყო, 2011 წელს ევროპის სასამართლომ მათი სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დედგენილებით, რუსეთმა სათანადოდ ვერ განახორციელა ტერორისტების მიერ მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების ოპერაცია. ამის გამო კი ბრიუსელმა მოსკოვს დაზარალებულებისთვის 1 მილიონი ევროს კომპენსაცია დაამტკიცა.

მომხდარიდან 12 წლის შემდეგ, 2014 წელს კრემლმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ნორდ-ოსტის ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი აჰმად ზაკაევი უკრაინის ტერიტორიაზე, ანექსირებულ ყირიმში შესვლის დროს დააკავეს. რუსული მედიები წერდნენ, რომ აჰმად ზაკაევი მოსკოვში იარაღისა და ასაფეთქებელი მასალების შეტანაზე იყო პასუხისმგებელი.

მომხდარიდან 19 წელი გავიდა თუმცა კრემლი დანაშაულს ამ დრომდე არ აღიარებს. მომხდარის მხოლოდ იმ ვერსიას ამკვიდრებს რაც მათთვის მისაღებია და კრძალავს ყველა სახის ვიდეო თუ აუდიო კონტენტს რომელიც ამ ამბის შესახებ არის მომზადებული. ერთ-ერთი ასეთი ფილმი „კონფერენციაა“ ივან ტვერდოვსკის ფილმი. სადაც გმირები ტერაქტს გადარჩენილი ადამიანები არიან. ფილმი რეჟისორმა ტერაქტიდან 17 წლის შემდეგ გადაიღო და მასში დოკუმენტალურად არის ასახული ყველა მნიშვნელოვანი დეტალი რაც იმ დღეს და მას შემდეგ მოდა.

პირველი დოკუმენტური ფილმი ტერაქტზე „დისქავერიმ“ შექმნა. დოკუმენტური ფილმის ჩვენება რუსეთის ტერიტორიაზე მაშინ კრემლის მითითებით აიკრძალა. ახლა კი ფილმი ინტერნეტ სივრცეში იძებნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG