ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანმო და მისი პარტნიორები ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა კოვიდისგან უკეთ დაცვას მოითხოვენ


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და მისმა პარტნიორებმა ცოტა ხნის წინ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ითხოვენ უკეთესი გეგმის შედგენას იმისთვის, რომ ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულები უკეთ იყვნენ კოვიდისგან დაცულები.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გარდა იმისა, რომ სავადმყოფოებში მომუშავეების საკმაოდ დიდი ნაწილი კოვიდისგან გარდაიცვალა, ამ სფეროში დასაქმებულები განიციდიან სტრესს, გადაწვას, დაღლასა და შფოთვას პანდემიის გამო.

ერთობლივ განცხადებაში ჯანმო თავის პარტნიორებთან ერთად, მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს მთავრობას, რომ გააძლიერონ კოვიდ-19-ის ინფექციების მონიტორინგი და აწარმოონ სტატისტიკა და დაკვირვება კოვიდით ავადმყოფი და გარდაცვლილი სამედიცინო მუშაკების შესახებ.

განცხადებაში ჯანმო ასევე მოუწოდებს მთავრობებს, რომ გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რათა შეიმუშაონ უკეთესი რეგულაციები და პოლიტიკა ჯანდაცვის სფეროში მომუშავეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მოთხოვნების ჩამონათვალშია ვაქცინებისადმი ხელმისაწვდომობაც. ჯანმოში ამბობენ, რომ ვაქცინა ერთნაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, თუმცა პირველ რიგში უნდა მოხდეს ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა იმუნიზაცია, რათა ამის შემდეგ მათ შეძლონ პაციენტებზე ზრუნვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG