ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინური საჯაშუშო აეროსტატიდან ამერიკელმა სპეციალისტებმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სენსორები აღადგინეს


AP/FBI
AP/FBI

კუონტიკოში, გამოძიების ფედერალური ბიუროს შტაბბინაში სპეციალისტები ჩინური საჯაშუშო აეროსტატის შესწავლას აგრძელებენ. ამერიკის თავდაცვის დეპრატამენტი განმარტავს, რომ სპეციალისტებმა საფრენ აპარატზე დამონტაჟებული კრიტიკული ელექტრონიკის აღდგენა შეძლეს. მათ შორის ისეთი მოწყობილობების, რომლებიც სავარაუდოდ პასუხისმგებლი იყო სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებაზე.

„ეკიპაჟმა შეძლო წყლიდან ამოეღო მნიშვნელოვანი ნამსხვრევები, მათ შორის ყველა პრიორიტეტული სენსორისა და ელექტრონიკის იდენტიფიცირებული ნაწილები. ამოღებულია ძირითადი სტრუქტურის დიდი ნაწილი“- ნათქვამია განცხადებაში რომელსაც ამერიკის ჩრდილოეთ სარდლობა ავრცელებს.

ამ დროისთვის უცნობია, შეძლეს თუ არა ამერიკელმა სპეციალისტებმა კონკრეტული ინფორმაციის ამოღება, რისი შეგროვებაც ჩინურმა აეროსტატმა მოახერხა. გასულ კვირას სენატში გამართულ მოსმენებზე პენტაგონის წარმომადგენლები განმარტავდნენ, რომ აეროსტატს „მნიშვნელოვანი ინფორმაცია“ არ მოუპოვებია, რადგან მის გადაადგილებას სპეციალისტები აკონტროლებდნენ და მნიშვნელოვანი ინფორმაციისა თუ ნაგებობების უსაფრთხოების დაცვა, პროტოკოლის მიხედვით ხდებოდა.

ჩინური საჯაშუშო აეროსტატი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის საჰაერო სივრცეში რამდენიმე დღის განმავლობაში დაფრინავდა, ბოლოს ის სამხრეთ კაროლინაში ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა ჩამოაგდო. აეროსტატი მოგვიანებით ოკეანედან ამოიღეს და ვირჯინიაში, FBI-ის შტაბბინაში გადაიტანეს.

ჩინეთი ამბობს, რომ აეროსტატი რომელიც ამრიკამ ჩამოაგდო საჯაშუშო ელემენტებს არ შეიცავდა და ის კლიმატს აკვირდებოდა. თუმცა, პეკინი ადასტურებს რომ საფრენი აპარატი ჩინეთს ეკუთვნის. ამერიკელმა კანონმდებლებმა ჩინეთის ქმედება შეაფასეს, როგორც ამერიკის „სუვერენიტეტის თავხედური დარღვევა“, რეზოლუციის ტექსტს კონგრესში, როგორც დემოკრატებმა ასევე რესპუბლიკელებმა მოაწერეს ხელი. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კი პეკინში ვიზიტი გააუქმა.

მაშ შემდეგ რაც ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა ჩინური საჯაშუშო აეროსტატი ჩამოაგდო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკამ და კანადამ კიდევ რამდენიმე მცირე ზომის აპარატი ჩამოაგეს, თუმცა რა სახის აპარატების ჩამოგდებაზეა საუბარი, ან ვის ეკუთვნოდა ეს საფრენი აპარატები ამ დრომდე არ კონკრეტდება.

”მინდა დავამშვიდო ამერიკელები, რომ ეს ობიექტები არ წარმოადგენს სამხედრო საფრთხეს" - თქვა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც ის ბრიუსელში ნატოს შტაბბინაში იმყოფებოდა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG