ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დამხმარე ხომალდის გაშვებას აჭიანურებს


რუსეთი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან (ISS) ორი რუსი კოსმონავტის და ამერიკელი ასტრონავტის დასაბრუნებლად ხომალდის გაშვებას აჭიანურებს. რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ ორშაბათს განაცხადა, რომ ერთ-ერთ სხვა მოდულში წნევის დაკარგვას იკვლევს.

მანამდე, როსკომოსმა და შეერთებული შტატების კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სააგენტო ნასამ განაცხადეს, რომ სერგეი პროკოპიევის, დმიტრი პეტელინისა და ფრენკ რუბიოს დასაბრუნებლად ხომალდი "სოიუზ MS-23" 20 თებერვალს გაემგზავრებოდა.

თუმცა, გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, როსკოსმოსის ხელმძღვანელმა იური ბორისოვმა თქვა, რომ ხომალდის გაშვება არაუგვიანეს 10 მარტამდე გადაიდო. მისი განცხადებით, მანამდე ჯგუფი "პროგრეს MS-21-ის" სატვირთო ხომალდის გაგრილების სისტემაში წნევის დაკარგვის მიზეზსს გამოიკვლევს. სატვირთო ხომალდი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან 18 თებერვალს უნდა ჩაიხსნას.

ბორისოვმა ვიდეომიმართვისას ასევე წარმოადგინა ამერიკელი ასტრონავტების მიერ გადაღებული სურათები, რომლებიც ხომალის დაზიანებას ასახავს. სურათზე ნაჩვენები იყო შავი ხვრელი, რომელიც ყავისფერი ლაქებით იყო გარშემორტყმული. ბორისოვის თქმით, ამ ტიპის დაზიანება შესაძლოა გამოწვეული იყოს მეტეორების მიერ, ან ადამიანის მიერ შექმნილი კოსმოსური ნამსხვრევებიდან.

"სოიუზ MS-23" ეკიპაჟის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე და უკან გადასაყვანად გამოიყენება, "პროგრეს MS-21" ხომალდები კი სადგურს აღჭურვილობას და მარაგს აწვდის.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე დაძაბული ურთიერთოებების მიუხედავად, შეერთებული შტატები და რუსეთი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე კვლავ მჭიდროდ თანამშრომლობენ.

XS
SM
MD
LG