ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასტეროიდის მოულოდნელმა გამოჩენამ პლანეტარული საფრთხეების მიმართ დაუცველობა წარმოაჩინა


დაახლოებით ავტობუსის ზომის ასტეროიდი მეცნიერებმა დედამიწის გვერდით ჩაფრენამდე სულ რამდენიმე დღით ადრე შენიშნეს. ამ ფაქტმა ხაზგასმით აჩვენა, რომ კაცობრიობას ჯერ კიდევ არ შესწევს უნარი მსგავსი პლანეტარული საფრთხეების დროულად დეტექციის და მათი პრევენციის, ამბობენ ასტრონომები. ისინი იქვე დასძენენ, რომ კონკრეტულად ეს ასტეროიდი დედამიწას სერიოზულ საფრთხეს არ უქმნიდა.

ნასა (აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტო) უკვე წლებია პროიორიტეტად თვლის მოზრდილი ასტეროიდების აღმოჩენას, რომლებიც პლანეტას ეგზისტენციალური საფრთხით ემუქრებიან. საუბარია ასტეროიდ 2023 BU-ზე დიდ ასტეროიდებზე. მან დედამიწას დაახლოებით 3 500 კილომეტრის მანძილზე ჩაუფრინა. მცირე ზომის ასტეროიდები, როგორც წესი, დედამიწის ატმოსფეროში იმტვრევა და მიწის ზედაპირზე მხოლოდ მცირე ფრაგმენტებად ცვივა.

50 მეტრამდე დიამეტრით, 2023 BU მომცრო ასტეროიდების ზედა ზღვართან არის - დაახლოებით ოლიმპიური საცურაო აუზის ზომის. ასტრონომების განმარტებით, მათი აღმოჩენა გაცილებით რთულია, ვიდრე ისინი დედამიწას არ მოუახლოვდებიან. "ჩვენ არ ვიცით, თუ სადაა ასტეროიდების უმეტესობა, რომელთაც ლოკალური ან რეგიონული ნგრევის გამოწვევა შეუძლია" - ამბობს ტერიკ დალი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის კათედრის თანამშრომელი.

ნასას მონაცემებით, 5 მეტრის რადიუსის მეტეორები დედამიწაზე, სულ ცოტა, წელიწადში ერთხელ ცვივა და საფრთხეს მხოლოდ მაშინ ქმნის, თუ დასახლებულ ადგილზე ჩამოვარდება. რაც შეეხება 50-მეტრზე დიდი ასტეროიდის დაცემას, მსგავსი ფენომენი დედამიწაზე საშუალოდ ათასწლეულში ერთხელ ხდება.

2013 წელს ბევრმა იხილა მოზრდილი მეტეორის რუსეთში, ჩელიაბინსკთან ახლოს ჩამოვარდნის ვიდეო. მეტეორი დაახლოებით 20 მეტრის რადიუსის იყო. მართალია, ის შენობას არ დაცემია, მაგრამ შოკურმა ტალღამ ათობით ათასი ფანჯარა ჩაამსხვრია და $33 მილიონის ოდენობის ზარალი გამოიწვია. მეცნიერებმა დედამიწის ატმოსფეროში დროულად ვერც მისი შემოსვლა დააფიქსირეს.

ნასა დიდი ასტეროიდების დროული დეტექციის მიზნით, სპეციალურ ტელესკოპს აშენებს, სახელად NEO Surveyor, რომელიც აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოს $1.2 მილიარდი უჯდება. ახალ ტელესკოპს კოსმოსში გაუშვებენ და ის დედამიწიდან, დაახლოებით, მილიონნახევარი კილომეტრის მანძილიდან ასტეროიდებს დააკვირდება. ნასა აცხადებს, რომ NEO Surveyor აღმოაჩენს 140 მეტრზე დიდი რადიუსის ასტეროიდების 90 პროცენტს, რომელთაც მთელი რეგიონის ან კონტინენტის განადგურება შეეძლება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG