ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გიგანტურმა ასტეროიდმა დედამიწას ჩაუარა


ასტეროიდი 3 მილიონი კილომეტრის მანძილზე აცდა დედამიწას

2.7 კილომეტრ სიგანის ასტეროიდმა დედამიწას ჩაუარა. ასტეროიდს საფრთხე ჩვენი პლანეტისთვის არ შეუქმნია, იმდენად რამდენადაც დედამიწას მან 3 მილიონი კილომეტრის მანძილზე აცდა. ეს მანძილი დაახლოებით შეესაბამება დედამიწიდან მთვარემდე მანძილს აღებულს 15-ჯერ. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ცენტრის განცხადებით ასტეროიდისთვის სახელი არ შერჩეულა. თუმცა სახელწოდება უკავშირდება წელს, როდესაც ის პირველად აღმოაჩინეს, თვეს და ადგილს, რომელიც შემოკლებით მითითებულია დასახელებაში. გიგანტური ასტეროიდი პირველად 1998 წელს შეამჩნიეს და შესაბამისად მას 1998 QE2- ასტეროიდი ეწოდა.
XS
SM
MD
LG