ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის კოსმოსური ამბიციები


ჩინეთის კოსმოსურმა პროგრამამ ძალზე მოკლე დროში უდიდესი პროგრესი განიცადა

ჩინეთი აცხადებს, რომ კოსმოსური სადგურის მშენებლობის ამბიციური გეგმის მიხედვით, 2013 წლის ბოლოს სამკაციანი კოსმოსური ხომალდი კოსმოსში გავა.
საინფრომაციო სააგენტოს განცხადებით, ხომალდი ექპსერიმენტულ კოსმოსურ მოდულს შეუერთდება, რომელიც კოსმოსური სადგურის პროტოტიპს წარმოადგენს. ეს შერწყმა წინგადადგმული ნაბიჯია იმისკენ, რომ ჩინელებმა კოსმოსში მუდმივი კოსმოსური სადგური ააგონ.
ივნისში სამმა ჩინელმა ასტრონავტმა წარმატებით დაასრულა ორბიტის კოსმოსურმა მოდულთან შერწყმა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის კოსმოსურმა პროგრამამ ძალზე მოკლე დროში უდიდესი პროგრესი განიცადა. თუმცა ჩინეთი კოსმოსური ტექნოლოგიების და გამოცდილების მიხედვით, შეერთებული შტატების და რუსეთის შემდეგ დგას.
XS
SM
MD
LG