ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ადმინისტრაცია კუბას და ნიკარაგუას ახალ სანქციებს უწესებს


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 21 დეკემბერს ნიკარაგუის სამ ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა. სანქციების მიზეზი მემარცხენე პრეზიდენტის დანიელ ორტეგას მთავრობის მხარდაჭერაა.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ სანქციები უკვე არაერთი მიმართულებით დააწესა.

ამერიკის ხაზინა აცხადებს, რომ მის "შავ სიაში" რამდენიმე ოფიციალური პირია, მათ შორის, ნიკარაგუის უზენაესი სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი. ამ სანქციების მიზეზი კი ამ პირების მიერ ორტეგას ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებების განხორციელებაში დახმარებაა.

"ეს [დონალდ ტრამპის] ადმინისტრაცია აგრძელებს ორტეგას რეჟიმისა და იმ პირთა გამოვლენას, რომლებიც ნიკარაგუელი ხალხის დემოკრატიულ ნებას ეწინააღმდეგებიან", - განაცხადა ამერიკის ხაზინის მდივანმა, სტივენ მნუჩინმა.

სანქცირებულთა შორის უზენაესი სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტთან ერთად, არიან საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე და ქალაქ ლეონის პოლიტიციის უფროსი.

ტრამპის ადმინისტრაციამ ორშაბათსვე კუბასთან დაკავშირებული სანქციებიც მიიღო იმ სამი ბიზნესის წინააღმდეგ, რომლებიც კუბის სამხედრო პირების მიერ მარტულად მიიჩნევა და რომლებიც ხაზინის ინფორმაციით, არსებული სანქციებისთვის თავის არიდებას ცდილობენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG