ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი მოსკოვს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს


თურქეთი აცხადებს, რომ სირიაში თურქული კოლონა საჰაერო თავდასხმის სამიზნე გახდა, რომელმაც სამი სამოქალაქო პირის სიცოცხლე იმსხვერპლა. კოლონა სირიელი ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი პროვინცია იდლიბისკენ მიემართებოდა.

უცნობია უშუალოდ საიდან განხორციელდა თავდასხმა, სირიული თუ რუსული თვითმფრინავებიდან. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ "მკაცრად დაგმო" მომხდარი:

"მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, რომელიც ჩვენ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას მივეცით, იდლიბის რეგიონში [ასადის] რეჟიმის ძალების მხრიდან სამხედრო ოპერაციები გრძელდება, რაც რუსეთის ფედერაციასთან არსებულ მემორანდუმებსა და შეთანხმებებს არღვევს", - განაცხადა სამინისტრომ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG