ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აჰმადინეჟადი სტამბოლში სიტყვით გამოდის


აჰმადინეჟადი სტამბოლში სიტყვით გამოდის
აჰმადინეჟადი სტამბოლში სიტყვით გამოდის

ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის განცხადებით, მომავალ თვეში, თურქეთში მსოფლიო ლიდერებთან დაგეგმილმა შეხვედრამ, არსებული კონფრონტაცია შესაძლოა ურთიერთანამშორმლობით შეცვალოს.

გუშინ სტამბოლში ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაზე გამოსვლისას, ბატონმა აჰმადინეჟადმა აღანიშნა,რომ შეხვედრა ისტორიულად მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება. თუმცა იქვე დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი პოლიტიკური ზეწოლისა და სანქციების მუქარით საუბარს განაგრძობს, მოლაპარაკებები ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს.

შეგახსენებთ, რომ მას მერე , რაც ირანმა ურანის გამდიდრების პროგრამის შეწყვეტაზე უარი თქვა, გაერომ, შეერთბულმა შტატებმა და ევროკავშირმა ირანისთვის სანქციების დაწესებაზე თანხმობა განაცხადეს.

XS
SM
MD
LG