ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში მოსახლეობის 58% საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეა


გუშინ თურქეთში ჩატარებულ რეფერენდუმში დარეგისტრირებული ამომრჩევლის ორმოცდათვრამეტმა პროცენტმა ხმა მისცა საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას.

თურქეთის კონსტიუციაში რეფერენდუმით გავიდა ოცდაექვსი საკონსტიტუციო ჩასწორება. როგორც თურქეთის მთავრობა აცხადებს, რეფერენდუმით ქვეყნის კონსტიტუციის ევროპულ ნორმებთან დაახლოვება მოხდება. ჩასწორებებით გათვალისწინებული რეფორმები მართლაც აუცილებელია თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საქმეში.

ქვეყნის პრემიერ მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რეფერენდუმის დასრულებიდან რამდნიმე საათში კვირას განაცხადა

„12 სექტემბერს, თურქეთში დემოკრატიამ გაიმარჯვა. დამარცხდა ის ძალა რომელიც გადატრიელებას უჭერს მხარს. და გაიმარჯვა ორივე მხარემ, რამეთუ დემოკრატიული პროცესი მხარდამჭერებისა და მოწინააღმდეგებბისთვის ერთნაირად შედგა.“

გუშინ, რეფერენდუმის ათასობით მხარდამჭერი ერდოღანის გამოსვლისას ხმამაღლა გაიძახოდა: თურქეთი შენით ამაყობს.

XS
SM
MD
LG