ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერნეტზე კონტროლის გამკაცრება თურქეთში


ოპოზიციის ლიდერები და მედიის თავისუფლების ადვოკატები ამ ნაბიჯს სიტყვის თავისუფლებაზე მიტანილ იერიშად განიხილავენ

მიმართული ახალი ცვლილება მიიღო. კანონპროექტის საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, ინტერნეტ-მომსახურების კომპანიები ვალდებული იქნებიან ხელისუფლებას მოსახლეობის მიერ ვებ-გვერდების დათვალიერების 2-წლიანი ისტორია გადასცენ. ოპოზიციის ლიდერები და მედიის თავისუფლების ადვოკატები ამ ნაბიჯს სიტყვის თავისუფლებაზე მიტანილ იერიშად განიხილავენ.

ოთხშაბათს დღის მეორე ნახევარში კანონმდებლებმა ცვლილება საკმაოდ იოლად მიიღეს. 550 ადგილიან პარლამენტში ქვეყნის პრემიერის -რეჯებ ტაიპ ერდოღანის- მომხრეებს 319 ხმა აქვთ. ინტერნეტის მეტი კონტროლისადმი მიმართული ზომა უფრო დიდი კანონპროექტის ნაწილია, რომლის განხილვა დღეს გრძელდება. მიღების შემთხვევაში, ვიდრე ცვლილება საბოლოო კანონის სახეს მიიღებს, მას ხელი თურქეთის პრეზიდენტმა, აბდულა გულმა, უნდა მოაწეროს. კანონი ხელისუფლებას საშუალებას აძლევს ნებისმიერი ვებგვერდი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამორთოს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს პირადი ინფორმაციის დაუცველობა, ან „შეურაცხმყოფელი“ შინაარსი.
XS
SM
MD
LG