ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანტიამერიკული განწყობები თურქეთში


შეერთებული შტატები ასეთ ბრალდებებს „უსაფუძვლოს“ და „ღრმად შემაშფოთებელს“ უწოდებს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:10 0:00
ბმული
ბრალდებებმა ფულის უკანონო გადარიცხვებზე და სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებულ მექრთამეობაზე, თურქეთის წამყვანი მინისტრები და მათი ვაჟები უკვე გააბა მახეში, რამაც პრემიერ მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი აიძულა გადაეხალისებინა თავისი კაბინეტი.

საქმის ასეთმა განვითარებამ საზოგადოების მღელვარება გამოიწვია. ზოგიერთებმა ქუჩაში გამოიტანეს თავისი აღშფოთება და ითხოვენ მთავრობის და პრემიერის გადადგომას. ამ გამოსვლებს პოლიციასთან შეტაკებებიც მოჰყვა.

სოლი ურზელი სტამბოლის კადირ ჰეს კერძო უნივერსიტეტიდან ამბობს:

„მე უკვე წარმომიდგენია პარალიზებული თურქეთი, რომელიც აგრძელებს გამოუსწორებელი ნაბიჯების გადადგმას.“

თურქული გაზეთები სავსეა ვარაუდებით, რომელთაგან ზოგიერთი მიანიშნებს, რომ ანკარაში ამერიკის საელჩოს დიპლომატები აქტიურად მუშაობდნენ ამჟამინდელი მთავრობის წინააღმდეგ.

შეერთებული შტატები ასეთ ბრალდებებს „უსაფუძვლოს“ და „ღრმად შემაშფოთებელს“ უწოდებს, თუმცა სხვა მხრივ სიფრთხილეს იჩენს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს მდივანმა ჯენ პსაკიმ გასულ კვირას თქვა:

„ამ საქმეების დეტალებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ შეგვიძლია. ჩვენ ისევ გავიმეორებთ, რომ თურქეთისგან მოველით სასამართლო სისტემაში გამჭვირვალობის, დროული ქმედების და სამართლიანობის უმაღლესი სტანდარტების შესაბამის მოქმედებას.“

იმ დროს , როცა შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ ჯერ კიდევ თავის ადგილზეა, სკანდალმა შეიძლება გავლენა იქონიოს თურქეთის როლზე ახლო აღმოსავლეთში. თურქეთი მუშაობდა ამ რეგიონში საკუთარი პროფილის გამყარებაზე, როცა ერაყში და სირიაში საკვანძო როლის შესრულება სცადა.

მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ კორუფციის სკანდალში ირანიც იყო გარეული. ბრალდებებში ნათქვამია, რომ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით თურქული ბანკების გამოყენებისთვის, ირანელი ბიზნესმენები თურქ ოფიციალურ პირებს ქრთამს აძლევდნენ.

ახლა კი თურქეთის აღშფოთებული საზოგადოება პასუხებს მოითხოვს, როცა თურქეთიც და დანარჩენი მსოფლიოც ელოდება მოვლენების შემდგომ განვითარებას.
XS
SM
MD
LG