თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მოწინააღმდეგეები გააფრთხილა, რომ ის მანამ არ წავა პოსტიდან, ვიდრე - მისივე სიტყვებით, რომ ვთქვათ „ მათ ხელებს არ დაამტვრევს.“ ეს მუქარა იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუკი სკანდალი უფრო მასშტაბური გახდება და ხელისუფლებისთვის არასასურველი შედეგით დასრულდება. ასეთი განცხადება მან კვირას გააკეთა, როდესაც დემონსტრანტები ქუჩაში მისი გადადგომის მოთხოვნით გამოვიდნენ.
რეჯებ ტაიპ ერდოღანმა კორუფციის ბრალდებით ჩატარებულ ოპერაციას „ ალიანსის საიდუმლო “ შეთქმულება უწოდა და პირობა დადო რომ მის ორგანიზატორებს და შემსრულებლებს გამოაშკარავებს.
თურქეთის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა სტამბოლში აქციაზე გამოსული ათასობით დემონსტრანტის დასაშლელად, რომლებიც ქვეყანაში არსებული კორუფციის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ამ ბრალდებით გასულ კვირას, სამართალდამცავებმა ათობით ადამიანი დააპატიმრეს, მათ შორის, მინისტრთა კაბინეტის წევრების და სხვა მაღალჩინოსნების შვილებიც არიან.
მომიტინგეებმა აქციაზე ასევე ხელისუფლების ურბანული გეგმაც გააპროტესტეს.
ისინი სტამბოლის კადიკოს სკვერში შეიკრიბნენ, და ერდოღანის მმართველი პოლიტიკური ძალის, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ხელმძღვანელების გადადგომა მოითხოვეს.
პრემიერ მინისტრმა მათ მოთხოვნას პოლიციელთა რიგებში საკადრო წმენდით უპასუხა. თანამდებობებიდან ის პირები გაათავისუფლეს, რომლებიც გამოძიებასთან საკუთარი სურვილის საფუძველზე თანამშრომლობენ.
სტამბოლის ურბანული განვითარება და მასთან დაკავშირებული პრემიერ მინისტრ ერდოღანის და სტამბოლის ყოფილი მერის ამბიციური გეგმები ივნისში მასობრივი ანტი-სამთავრობო გამოსვლების მიზეზი გახდა. თუმცა გეზის პარკის მომავალთან გამართული დემონსტრაციები თურქეთის პოლიციამ რამდენჯერმე დაარბია.
ზაფხულში, თურქეთის მთელს ტერიტორიაზე ერდოღანის ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დარბევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპადა 8000 ადამიანზე მეტი კი დაშავდა.