ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორუფცია და ეკონომიკა თურქეთში


თურქეთის პარლამენტში კვლავ გრძელდება პოლიტიკური დაპირისპირება


თურქეთის პარლამენტში კვლავ გრძელდება პოლიტიკური დაპირისპირება. დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც მხარეები ვერ შეთანხმდენენ მოსამართლეების და პროკურორების დანიშვნის პროცესის დროს მთავრობის როლის გაზრდასთან დაკავშირებული კანონის გამო. ოპოზიციის განცხადებით, ამით ხელისუფლება კორუფციის სკანდალის გადაფარვას ცდილობს.

როგორც პრემიერ მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აღნიშნა, კორუფციის სკანდალი იყო სამართლებრივი გადატრიალების მცდელობა, რომელიც გარე ძალების მიერ იყო ინსპირირებული:

„მთავრობის საწინააღმდეგო პროპაგანდამ კარგად იმუშავა. ეს არის ბანდა, რომელიც ინტრიგების წყალობით სახელმწიფოს საზიანოდ მოქმედებას ცდილობს.“

ანკარის ქუჩებში 10 ათასამდე დემონსტრანტი გამოვიდა, რომელიც ქვეყენაში არსებულ კორუფციას აპროტესტებდა.

ლონდონის როიალ ჰოლოვეის უნივერსიტეტის ექსპერტი გულ ბერნა ოზკანი აცხადებს, რომ კორუფცია თურქეთის ბიზნეს და პოლიტიკურ წრეებს შორის გამეფებულია:

„კორუფციის დონემ, ქვეყნის ეკონომიკის და მასზე გავლენის ზრდასთან ერთად იმატა. განსაკუთრებით მაღალია ის საჯარო სექტორში, მუნიციპალურ დონეზე. ასევე მიწის და ქალაქის დაგეგმარების, პროვატიზაციის მხრივ, განსაკუთრებით როდესაც საქმე ყოფილ სახელმწიფო ქონებას ეხება.“

სკანდალის დაწყებიდან დღემდე უკვე სამი მინისტრი გადადგა. გადადგა რამდენიმე პოლიციის უფროსი და 350-მდე პოლიციის ოფიცერი გაათავისუფლეს თანამდებობებიდან. 10 ზე მეტი საჯარო მოხელე დაპატიმრებულია.

ანალიტიკოსების განცხადებით, წმენდა ძირითადად შეეხო საკმაოდ ძლევამოსილ კონსერვატიულ მოძრაობა "ჰაზმატს", რომლის დამფუძნებელიც აშშ-ში მოღვაწე მეცნიერი ფეტულა გულენია. გულ ბერნა ოზკანის განცხადებით:

„გულენის მოძრაობა ჩართული იყო ამ ეკონომიკურ გადანაწილებაში, რომელსაც პრივატიზაციის სახე ჰქონდა. ეს იყო შეთანხმებები უძრავ ქონებაზე მუნიციპალურ სამსახურებთან. როგორც ჩანს მოძრაობა ამ დიდი ქონების კონტროლს მოაშორეს.“

5,2% წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ, ბოლო 10 წლის განმავლობაში პრემიერ მინისტრ ერდოღანს თანამდებობაზე მესამე ვადით დარჩენის საშუალება მისცა. 2011 წლიდან მოყოლებული კი მაჩვენებლები გაუარესდა, აცხადებს ჩატამ ჰაუსის პოლიტიკური ექსპერტი ფადი ჰაკურა:

ეს იმიტომ არ ხდება, რომ შემოსავალი შემცირდა, არამედ ყველას სურს მისგან დიდი ნაწილის მითვისება. ეს ქმნის დაპირისპირებას კონსერვატიული ფრთის წარმომადგენლებს შორის.“

როგორგ ფადი ჰაკურა აცხადებს, თურქეთის მდგომარებას ეკონომისტები საშუალო შემოსავლების მახეში გაბმას ეძახიან:

„მთავარია იზრდებოდეს პროდუქტიულობა, უმჯებესდებოდეს ყოფა, იხვეწებოდეს სახელმწიფო ინსტიტუტები, ქვეყანაში კანონის უზენაესობა არსებობდეს, ყველა ზემოჩამოთვლილ კატეგორიაში თურქეთი მოიკოჭლებს."

ბოლო დროს კორუფციასთან არსებული სკანდალი პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზრდა აცხადებს გულ ბერნა ოზკანი:

"კანონის უზენაესობა სერიუზულ საფრთხეშია, არავის სურს ინვესტიცია განახორციელოს ისეთ ქვეყენაში სადაც სასამართლო სახელმწიფოს მიერ კონტროლდება“

პრემიერ მინისტრი ერდოღანი თავის მხრივ თვლის, რომ ბრალდებები შეთითხნილია და მიმართულია მისი დისკრიმინაციისკენ, ვინაიდან ამა წლის სექტემბერში ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილებას გეგმავს.
XS
SM
MD
LG