ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორუფციის სკანდალის გამო თურქეთში სამი მინისტრი გადადგა


კორუფციის სკანდალის გამო თურქეთში სამი მინისტრი გადადგა


თურქეთის გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი მესამე მინისტრია, რომელიც თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც ქვეყნის მაღალ ეშელონებში კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალი დაიწყო.

ერდოღან ბაირაქტარმა გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება დღეს „ენ-ტი-ვი-სთვის“ მიცემული ინტერვიუს დროს გააკეთა. მან თურქეთის პრემიერ მინისტრ რეჯებ ტაიპ ერდოღანს გადადგომისკენ მოუწოდა.

დღეს დილას თანამდებობა დატოვეს ეკონომიკის მინისტრმა ზაფერ ჩაგლიანმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა მაუმერ გულერმა. მათი შვილები იმ 24 ადამიანთა შორის არის, რომლებიც გასულ კვირას დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG