ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანკარასა და ათენს შორის ხმელთაშუა ზღვაში ენერგორესურსებზე კვლავ უთანხმოებაა


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის საბერძნეთთან უთანხმოების გადაწყვეტის გზა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ენერგორესურსების გამოყენებაზე დიალოგი და მოლაპარაკებებია. მისი თქმით, ანკარა არ ეძებს რეგიონში „თავგადასავლებს“.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა ორშაბათს სადავო წყლებში ნავთობის და გაზის საძიებო სამუშაოები დაიწყო. ათენმა ეს ნაბიჯი დაგმო, როგორც უკანონო და ევროკავშირს მოუწოდა დახმარებისკენ.

საფრანგეთის მხარემ, რომელმაც თურქეთის მიერ საბადოების ძიების სამუშაოების გამო ანკარისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა, ბერძნულ ჯარებთან ერთად, სამხედრო წვრთნები ჩაატარა კრეტის კუნძულზე.

ბერძენმა და თურქმა ოფიციალურმა პირებმა მიანიშნეს, რომ მზად არიან გადაწყვიტონ უთანხმოება, თუმცა მის გამოწვევაში ბრალი ერთმანეთს დასდეს.

ერდოღანმა განაცხადა, რომ საბერძნეთმა თურქეთის უფლებებს პატივი უნდა სცეს.

„თუ ჩვენ საერთო ინტერესით და რაციონალურად ვიმოქმედებთ, ჩვენ შეგვიძლია ორივე მხარისთვის სასარგებლო გადაწყვეტა ვიპოვოთ, რომელიც ყველას ინტერესებშია. ჩვენ არ ვეძებთ არასაჭირო თავგადასავლებს ან უთანხმოებას“, - თქვა მან.

„აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გადაწყვეტის გზა დიალოგი და მოლაპარაკებებია“, - აღნიშნა ერდოღანმა.

ნატოს ორ წევრ ქვეყანას შორის უთანხმოებაა ასევე მიგრანტების საკითხის გარშემოც არის. ურთიერთობის დაძაბვასთან ერთად, ათენი შიშობს, რომ თურქეთი მისი მიმართულებით მიგრანტების ტალღას გაატარებს და ამისთვის ზომებს უკვე იღებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG