ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში პოლიციამ აქცია დაარბია


ხუთშაბათს თურქეთის ქალაქებში პოლიციამ დემონსტრაციების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭურვები გამოიყენა. მოსახლეობა მეოთხე დღეა აქციებს მართავს.

დემონსტარციების უმეტესობა 22 წლის აჰმედ ატაკანის სიკვდილს უკავშირდება. იგი სამშაბათს, აქციის დარბევის დროს გარდაიცვალა.

ატაკანის სიკვდილის მიზეზი დავის საგანია. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით ის შენობიდან გადმოვარდა მაგრამ მოქალაქეები ირწმუნებიან, რომ ატაკანს თავში პოლიციის მიერ გამოყენებული ცრემლსადენი გაზის ბალონი მოხვდა.

ატაკანი მეექვსე ადამიანია, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებს შეეწირა.

აქციები ივნისში დაიწყო როდესაც პოლიციამ სტამბoლის პარკის რეორგანიზაციის წინააღმდეგ გამართული მჯდომარე აქცია დაარბია.
XS
SM
MD
LG