ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ერგენეკონის საქმის" გამოძიება გრძელდება


ორშაბათს, თურქულმა სასამართლომ სამუდამო პატიმრობის განაჩენი გამოუტანა 19 ადამიანს

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:03:36 0:00
ბმული
თურქეთის არმიის ასობით მაღალი რანგის ოფიცრის და მათ შორის გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის დაპატიმრება არის, ნატოს სიდიდით მეორე არმიისთვის მიყენებული უახლესი დარტყმა. თურქეთის ჯარი განიცდის სამხედროების მიერ სამსახურიდან წასვლის მზარდ რაოდენობას და ჩნდება კითხვები: რეგიონალური არასტაბილურობის დროს ეს როგორ გავლენას მოახდენს მის ქმედუნარიანობაზე.

ორშაბათს, თურქულმა სასამართლომ სამუდამო პატიმრობის განაჩენი გამოუტანა 19 ადამიანს, მათ შორის ქვეყნის ყოფილ სამხედრო სარდალს როგორც ბრალდებოდათ: მთავრობის გადატრიალების შეთქმულებისათვის.

ეს განაჩენები აღმოჩნდა თურქეთის სეკულარული სამხედრო ძალებისადმი მიყენებული ყველაზე დიდი დარტყმა მას შემდეგ, რაც შეიქმნა რესპუბლიკა1923 წელს.

მეთეჰან დემირი არის ავიაგამანადგურებლის ყოფილი თურქი პილოტი და ამჟამად თურქული გაზეთ ჰურიეთის მიმომხილველი. ის აფრთხილებს, რომ სასამართლო დევნის ფაქტები ამ კრიტიკულ დროს დამანგრევლად მოქმედებს თურქეთის შეიარაღებულ ძალებზე.

"ამჟამად, თურქეთში არის ზოგიერთი თანამდებობები, სადაც თქვენ სამეთაუროდ გჭირდებათ ოთხვარსკვლავიანი გენერალი. ზოგიერთ ამ თანამდებობაზე სინამდვილეში სამ და ორვარსკვლავიანი გენერლები მეთაურობენ, იმიტომ რომ: ოთხვარსკვლავიან გენერალთა უმრავლესობა ან ციხეში იმყოფება, ან ახლა ასამართლებენ. ამავდროულად თურქეთს სერიოზული პრობლემები აქვს სირიასთან და ირანთან."

გარეტ ჯენკინსის, თურქეთის სამხედრო საქმეების ექპერტის აზრით - თურქეთის შეიარაღებულ ძალებზე მიყენებული დარტყმა, შიშის ატმოსფეროს ავრცელებს ქვეყნის სამხედროებს შორის.

"ისინი, ვინც გისოსებს მიღმა არ იმყოფებიან, დაშინებულნი არიან და ამის გამო სამხედროები ერიდებიან ერთმანეთთან ურთიერთობას. ისინი თავს იკავებენ დაესწრონ სასწავლო სემინარებს, რადგან თუ დაესწრებიან სასწავლო სემინარს, შესაძლოა რამდენიმე თვის შემდეგ ბრალი წაუყენონ, რომ სემინარის მონაწილეები პუტჩს გეგმავდნენ. ბევრი ოფიცერი ფიქრობს პენსიაზე ნაადრევად გასვლას."

თურქული მედიის მონაცემებით, ამ წელს დაახლოებით 100 თურქი ავიაგამანადგურებლის პილოტი წავიდა სამსახურიდან, მაღალი რანგის საჰაერო ძალების გენერალთან ერთად. გასულ წელსაც, მიმდინარე სასამართლო გამოძიებების შედეგად, დიდი რაოდენობით მაღალი რანგის ოფიცრები გამოეთხოვნენ სამსახურს.

თუმცა, ამ გამოძიებების მიუხედავად, პრემიერმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანიმა დაგმო როგორც "მიუღებელი", შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდლის ილქერ ბესბაგის, ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ბრალდებით დაპატიმრება.

გაზეთის მიმომხილველ დემირს მიაჩნია, რომ ბატონ ერდოღანს აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების მიზეზები.

"მას არ უნდოდა ამდენი გენერალი ციხეში. სინამდვილეში მთავრობას სჭირდება ძლიერი თურქული არმია, რათა თურქეთის გარშემო მყოფ მოწინააღმდეგეებს ძალა აჩვენოს."

ორშაბათს გამოტანილი განაჩენების საპასუხოდ, თურქეთის ვიცე პრემიერმა ბულენთ არინჩმა ხაზი გაუსვა, რომ სასამართლო პროცესი არ დამთავრებულა, რადგან ჯერ თურქეთის უმაღლეს სასამართლოს აქვს სათქმელი სიტყვა.

დამკვირვებლები ამბობენ, რომ მთავრობის ურთიერთობა შეიარაღებული ძალების ამჟამინდელ სარდლებთან უმჯობესდება. დემირი ამბობს, რომ ეს ურთიერთობა მნიშვნელოვანი იქნება შეიარაღებული ძალების ხელახალი შენებისთვის.

"ამჟამად სახეზეა თურქეთის არმიის სარდლობის და თურქეთის მთავრობის ბრწყინვალე თანამშრომლობა, და ამის გაუმჯობესებას გარკვეული დრო დასჭირდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გაუმჯობესებისათვის ფუნდამენტური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო."

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სირიაში მდგომარეობის გაუარესების პირობებში, შეიარაღებული ძალებიც და მთავრობაც ძალისხმევას გამოიჩენენ, რომ ჩამოაყალიბონ მყარი სამუშაო ურთიერთობა და გადალახონ რღვევა შეიარაღებულ ძალებში, რაც ორშაბათის სასამართლო განაჩენებმა გამოიწვია.
XS
SM
MD
LG