ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქურთები თურქეთიდან ამბოხებულებს არ გაიყვანენ


ქურთისტანის მუშათა პარტია საკუთარ პოზიციას „ფირატის“, პროქურთული საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით აფიქსირებს

ქურთი ამბოხებულები აცხადებენ, რომ მათ თურქეთიდან მებრძოლების გაყვანა შეაჩერეს, ვინაიდან თურქეთის მთავრობამ პირობა არ შეასრულა და ქურთების უფლებების დაცვისთვის შესაბამისი რეფორმები არ განახორციელა. ქურთისტანის მუშათა პარტია დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში იმასაც აღნიშნავს, რომ ის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მარტში მიღებული შეთანხმების ერთგული რჩება.

ქურთისტანის მუშათა პარტია საკუთარ პოზიციას „ფირატის“, პროქურთული საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით აფიქსირებს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე „ასოშეიტედ პრესთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ თურქეთი მზად არის ხანგრძლივ კონფლიქტს წერტილი დაუსვას და ამ მიზნისკენ ნაბიჯებს ეტაპობრივად გადადგამს. ოფიციალური წყაროების მიხედვით, თურქეთის პრემიერი, რეჯებ ტაიპ ერდოღანი რეფორმების პაკეტზე მუშაობს, მაგრამ პრალამენტისთვის საბოლოო ვარიანტი ჯერ არ წარუდგენია.
XS
SM
MD
LG