ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთავრობის რეორგანიზაცია თურქეთში


ქვეყნის პრეზიდენტ აბდულა გულთან მიმდინარე მოლაპარაკების შემდეგ მან 10 ახალი მინისტრის კანდიდატურა დაასახელა

თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი მთავრობის რეორგანიზაციას ახდენს. ქვეყნის პრეზიდენტ აბდულა გულთან მიმდინარე მოლაპარაკების შემდეგ მან 10 ახალი მინისტრის კანდიდატურა დაასახელა, რაც კაბინეტის სრული შემადგენლობის თითქმის ნახევარს წარმოადგენს. ქვეყნის დიდ ქალაქებში ანტისამთავრობო დემონსტრაციები დაიწყო.


ზოგიერთმა მინისტრმა გადადგომა მიმდინარე მოვლენების გამო ითხოვა, ნაწილმა კი გადაწყვეტილება ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით მიიღო“ - განაცხადა პრემიერმა ერდოღანმა.

თურქეთის მთავრობის მაღალ ეშელონებში დაწყებული კორუფციის სკანდალის შემდეგ, ოთხშაბათს თურქეთში პოსტი ზედიზედ სამმა მინისტრმა დატოვა. გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკის და გარემოს დაცვის სამინისტროების ხელმძღვანელებმა.
XS
SM
MD
LG