ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი და აზერბაიჯანი სომხეთის საზღვართან სამხედრო წვრთნებს ატარებენ


თურქეთი და აზერბაიჯანი აღმოსავლეთ ანატოლიაში, სომხეთის საზღვრის სიახლოვეს, ერთობლივ მსხვილმასშტაბიან სამხედრო წვრთნებს ატარებენ.

ზამთრის წვრთნები, ქალაქ ყარსის მახლობლად, 12 თებერვლამდე გასტანს. მას შემდეგ, რაც თურქეთმა მთიან ყარაბაღში, ექვსკვირიანი ომის დროს ეთნიკური სომხების ძალებზე აზერბაიჯანის გამარჯვებაში წვლილი შეიტანა, ეს ორ მოკავშირეს შორის კავშირის გაღრმავების კიდევ ერთი ნიშანია.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განცხადებაში თქვა, რომ წვრთნები ზამთრის პირობებში საბრძოლო კოორდინაციის და შესაძლებლობების უზრუნველსაყოფადაა გამიზნული.

30 იანვარს, აზერბაიჯანში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, ცეცხლის შეწყვეტის სადამკვირვებლო თურქულ-რუსული ცენტრი ამოქმედდა. ეს ნაბიჯი ანკარის სამხრეთ კავკასიაში ყოფნის არეალს აფართოვებს.

რუსების შუამავლობით 9 ნოემბერს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად, მთიანი ყარაბაღის ნაწილი და შვიდივე მიმდებარე რაიონი აზერბაიჯანული ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ მოექცა. უკანასკნელმა სამხედრო დაპისისპირებამ და შემდგომმა შეთანხმებამ, დაასრულა ეთნიკური სომხების მიერ რეგიონის თითქმის 30 წლიანი კონტროლი.

განახლებულმა სამხედრო მოქმედებებებმა, 27 სექტემბრიდან 9 ნოემბრამდე 4700-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსვერპლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG