ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთმა იერიში მიიტანა ერაყში მყოფ ქურთ მეამოხეებზე


თურქეთის სამხედრო ძალებმა ერაყის საზღვართან მდებარე ქურთი მეამბოხეების პოზიციებზე იერიში მიიტანეს. დღეს თურქეთის ელიტარული სადესანტო რაზმები შვეულმფრენებიდან ერაყის საზღვრისპირა რაიონში დაეშვნენ, სადაც მათ ქურთ მეამბოხეებს ალყა შემოარტყეს.

თურქეთის სამხედრო ძალების ქვეითთა შენაერთებმა და შვეულმფრენებმა ქურთისტანის მუშათა პარტიის მეამბოხეთა საყრდენ ბაზებს ცეცხლი გაუხსნეს მას შემდეგ რაც გასული ორი დღის მანძილზე ერაყიდან გადმოსულმა მეამბოხეებმა 12 თურქი ჯარისკაცი მოკლეს. სპეცოპერაციების მიმდინარეობის შესახებ რაიმე დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

XS
SM
MD
LG