პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფროსმა ვაჟიშვილმა "ვიკილიქსთან" საარჩევნო კამპანიის და მის შემდეგ გამართული მიმოწერა საჯაროდ გამოაქვეყნა. უმცროსი დონალდ ტრამპის ამ ნაბიჯს წინ უსწრებდა ჟურნალ "ატლანტიკში" გამოქვეყნებული მასალა, სადაც მათი მიმოწერის თაობაზე გაჟონილმა ინფორმაციამ დიდი ყურადღება მიიპყრო.
ტრამპის უფროსი ვაჟი საარჩევნო კამპანიის დროს მომავალი პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი იყო. გამოქვეყნებული მასალა ადასტურებს, რომ მას "ვიკილიქსთან" სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" პირდაპირი მიმოწერა ჰქონდა.
"ვიკილიქსი" სამართალდამცავების მიერ ძებნილი ჯულიან ასანჟის მიერ დაარსებული ინტერნეტ გამოცემაა. შეერთებული შტატების დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი დგას დემოკრატთა ეროვნული კომიტეტის და ჰილარი კლინტონის იმეილებზე მომხდარი ჰაკერული თავდასხმის უკან. თავდასხმის შედეგად მოპოვებული დოკუმენტები შემდეგ "ვიკილიქსის" ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
Facebook Forum