ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ამერიკა-მექსიკის საზღვრის ჩაკეტვით იმუქრება


ამერიკის პრეზიდინეტმა დონალდ ტრამპა ხუთშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატების და მექსიკის საზღვარს ჩაკეტავს თუ არ მოხდება არადოკუმენტირებული მიგრანტების ქვეყანაში შესვლის თავიდან აცილება. ტრამპი ჟურნალისტებს ფლორიდის მარალაგოს კუროტზე ესაუბრა, სადაც ის მადლიერების დღესასწაულს აღნიშნავს.

პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, თავდაცვის მდივნის ჯიმ მატისის განცხადება, რომ ამერიკის შეიარაღებულ ძალებს აქვს უფლება სასაზღვრო პატრულის დასახმარებლად ლეთალური ძალა გამოიყენოს. განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც აზიასა და წყნარ ოკეანეში არიან დისლოცირებული სატელეფონო ზარით მიმართა. ამერიკელი სამხედროებისათვის პრეზიდენტის მიერ დღესასწაულის მილოცვას ფონად გასდევდა კრიტიკა, რომ იტრამპი ფრონტის ხაზზე მყოფ დანაყოფებთან პრეზიდენტად არჩევის შემდეგ არ სტუმრებია.

დაახლოებთ 5800 ამერიკელი სამხედრო მადლიერების დღის დღესასწაულს მექსიკის საზვარზე ატარებს, სადაც ისინი მავთულხლართებსა და კარვებს მართავენ. ამ განაწყვეტილებას ოპონენტები 130 წლის კანონის დარღვევად აფასებენ და ადმინისტრაციას აკრიტიკებენ, რადგან მათი თქმით ამერიკელი სამხედროები სამართალდამცავთა საქმიანობაში არ უნდა ერეოდნენ.

საზღვრის ჩაკეტვის შემთხვევაში, რომელიც ამერიკისკენ მომავალი მიგრანტთა ქარავანის შეჩერებას ითვალისწინებს, შეფერხდება საზღვარზე კომერციული აქტივობაც. ყოველდღიური სავაჭრო გადაზიდვები საზღვარზე საშუალოდ 1.68 მილიარდს შეადგენს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG