ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა ტარიფებზე მოლაპარაკების ვადა ერთი თვით გააგრძელა


თეთრი სახლი აცხადებს, რომ ახალ ტარიფებზე მოლაპარაკებისთვის, ეკონომიკურ პარტნიორებს დამატებით 30 დღეს მისცემს. დროებითი გამონაკლისი უკვე დაშვებულია რუსეთის, ჩინეთის და იაპონიისთვის, რომლის ვადა დღეს იწურებოდა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ალუმინის და ფოლადის იმპორტზე შემოღებულ ახალ ტარიფებზე გამონაკლისის ვადა უხანგრძლივდება მექსიკას, კანადას და ევროკავშირის ქვეყნებსაც.

ევროკომისიამ ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ვადის გახანგრძლივების შესახებ მაშინათვე გააკრიტიკა. დღეს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს უწყობს ბაზრებზე არსებულ გაურკვევლობას და გავლენას ახდენს ბიზნეს-გადაწყვეტილებებზე. ევროპის კავშირს მოლაპარაკების სურვილი აქვს, მაგრამ არა “მუქარის ქვეშ”. ევროკომისია თვლის, რომ ევროპის კავშირის ქვეყნები გამონაკლისის პრივილეგიით სრულად და უვადოდ უნდა სარგებლობდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG