ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის კავშირი აცხადებს, რომ გაურკვეველი რჩება, ეხება თუ არა შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სავაჭრო ტარიფები ბლოკში შემავალ ქვეყნებს. ევროკავშირის კომისარმა სავაჭრო საკითხებში სესილია მალმშტრომმა დღეს ბრიუსელში იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონიდან მალე მიიღებს დადასტურებას ბლოკის ქვეყნების გამონაკლისთა სიაში მოხვედრის თაობაზე.

ხუთშაბათს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკაში იმპორტირებულ ლითონზე 25 და ალუმინზე 10 პროცენტის ოდენობის ტარიფები წესდება. ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების, ეგრეთწოდებულ, “ნაფტას” თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკების პერიოდში, გამონაკლისის სახით, ახალი ტარიფებისგან თავისუფლდება მხოლოდ კანადა და მექსიკა.

დოკუმენტი ასევე მიუთითებს, რომ დანარჩენ ქვეყნებსაც შეუძლიათ მიმართონ ვაშინგტონს, გამონაკლისთა სიაში მოხვედრის უფლების მოსაპოვებლად. გადაწყვეტილება ძალაში ორ კვირაში შედის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG