ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: სირიაზე თავდასხმა "შეიძლება ძალიან მალე მოხდეს, ან მალე სულაც არ მოხდეს“


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ სირიაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საპასუხოდ, „არასდროს უთქვამს, თუ როდის მოხდება სირიაზე თავდასხმა“. პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ თქვა, რომ „ეს შეიძლება ძალიან მალე მოხდეს, ან მალე სულაც არ მოხდეს“.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ქიმიური თავდასხმის საპასუხოდ, რომელიც სირიის სამთავრობო ძალებს ბრალდება, ტრამპი ერთ-ერთ ვარიანტად, სირიაზე სარაკეტო თავდასხმას განიხილავს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დღეს განაცხადა, რომ საფრანგეთს აქვს „მტკიცებულება“, რომ ქიმიური იარაღი სირიის ლიდერ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა გამოიყენა. მან თქვა, რომ საფრანგეთი, დამასკოს პასუხს მისთვის სასურველ დროს გასცემს.

ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ძლიერი, ამერიკის მეთაურობით განხორციელებული სამხედრო პასუხი, სულ რამდენიმე დღეშია მოსალოდნელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG