ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ტრამპი სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობის გეგმებს აუქმებს


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დღეს ლათინური ამერიკის ქვეყნებში ამ კვირის განმავლობაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. თეთრი სახლის განმარტებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს "სირიაში მიმდინარე მოვლენებზე საპასუხო რეაქციის გადაწყვეტილებას უხელმძღვანელოს".

ლათინური ამერიკის სახელმწიფოთა რიგით მერვე სამიტი პერუში 13 აპრილს იწყება. ტრამპი ჯერ სამიტზე დასწრებას, შემდეგ კი კოლუმბიაში გამგზავრებას გეგმავდა. პრეზიდენტ ტრამპის თხოვნით, სამიტში მონაწილეობას ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მიიღებს - აცხადებს თეთრი სახლის პრეს-მდივანი სარა სანდერსი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG