ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ტრამპი დღეს საუდის არაბეთის პრინცს ხვდება


საუდის არაბეთის პრინცი, ქვეყნის მომავალი ხელმწიფე მოჰამად ბინ სალმანი, რომელიც შეერთებულ შტატებში იმყოფება, დღეს თეთრ სახლს ეწვევა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მისი შეხვედრა საუდის არაბეთს და ირანს შორის გამწვავებული ურთიერთობების ფონზე გაიმართება.

თეთრი სახლი გამოკვეთილად უჭერს მხარს საუდის არაბეთის სუნიტთა მონარქიას, შიიტების მიერ მართულ ირანთან დაპირისპირებაში. ტელეკომპანია “სი-ბი-ესთან” საუბარში პრინცმა ბინ სალმანმა განაცხადა, რომ თუკი ირანი ბირთვულ იარაღს შექმნის, მსგავს ნაბიჯს ისინიც გადადგამენ და თან “რაც შეიძლება სწრაფად”.

საუდის არაბეთის უფლისწული ქვეყანაში რამდენიმე ლიბერალური რეფორმის ინიციატივით გამოვიდა. მან პირველმა მისცა საუდის არაბეთის ქალებს საფეხბურთო ტურნირებზე დასწრების და მანქანის ტარების უფლება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG