ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ტრამპი სირიის დაბომბვით იმუქრება


ლიბანში რუსეთის ელჩმა განაცხადა, რომ რუსეთი ჩამოაგდებს ნებისმიერ რაკეტას, რომელსაც ამერიკა სირიის მიმართულებით გაუშვებს. ამ განცხადებას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ტვიტერზე" უპასუხა და თქვა, რომ რუსეთი უნდა მოემზადოს, რადგან “ისინი [რაკეტები] მოდიან.”

“არ უნდა იყო პარტნიორი გაზით მკვლელი ცხოველის, რომელიც საკუთარ ხალხს კლავს და ეს სიამოვნებს,” ნათქვამია ტრამპის ტვიტში.

რუსეთმა უკვე უპასუხა ამერიკის პრეზიდენტის გაფრთხილებას. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ყველა მხარემ, რომელიც სირიის კონფლიქტში არის ჩართული, თავი უნდა შეიკავოს ისეთი მოქმედებისგან, რომელსაც რეგიონის დესტაბილიზაციის გამოწვევა შეუძლია.

პესკოვმა ასევე დასძინა, რომ ამერიკის რაკეტების სამიზნე “ტერორისტები” უნდა იყვნენ და არა ”სირიის ლეგიტიმური მთავრობა.”

სირიის მთავრობამ ამერიკის მუქარა “დაუდევარ ესკალაციად” შეაფასა.

სირიაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დამასკოს გარეუბან ღუტაში, სავარაუდოდ, ქიმიური გაზით თავდასხმის შედეგად, სულ ცოტა, 40 ადამიანი დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG