ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მატისის განცხადებით, სირიის წინააღმდეგ მოქმედება არ გამოირიცხება


შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი აცხადებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტვიტერით შეტყობინების შემდეგ, რომელშიც ის ამბობს, რომ „უაზრო ქიმიურ თავდასხმას“ შესაძლოა „დიდი საფასურის გადახდა მოჰყვეს“, შეერთებული შტატები სირიის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებას არ გამორიცხავს.

მატისმა თქვა, რომ „პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ, თუ საერთოდ ჯერ კიდევ რატომ იყენებენ ქიმიურ იარაღს, იმ დროს, როდესაც რუსეთი ყველა ქიმიური იარაღის გატანის გარანტორი იყო.“

მატისმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეერთებული შტატები, ამ საკითხზე, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მუშაობს.

თეთრი სახლის განცხადებით, კვირა ღამით, ტრამპმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქიმიური თავდასხმა მკაცრად დაგმეს და შეთანხმდნენ, რომ „ადამიანის უფლებების უწყვეტ დარღვევებზე პასუხისმგებლობა“ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობას უნდა დაეკისროს.

სირია, მთელი კონფლიქტის განმავლობაში, რომელიც 2011 წელს დაიწყო, ქიმიური იარაღის გამოყენებას არ აღიარებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG