ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი დაღუპული ბავშვების ოჯახებს შეხვდა


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ხუთშაბათს ტეხასში ჩავიდა. დონალდ ტრამპი სანტა-ფეს სკოლაში დაღუპული ბავშვების მშობლებს შეხვდა. ჟურნალისტები შეხვედრაზე არ დაუშვეს, თუმცა ზოგიერთი დეტალი მალე გამჟღავნდა. ერთ-ერთმა მშობელმა, რომლის 17 წლის შვილიც სკოლაში თავდამსხმელის შეჭრის და სროლის დროს დაიღუპა, ფეისბუკში წერს, რომ პრეზიდენტმა სოლიდარობა დააფიქსირა და სკოლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

შეერთებული შტატების განათლების მინისტრმა ბეტსი დევოსმა ხუთშაბათსვე განაცხადა, რომ სანტა-ფეს სასკოლო უბანს სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი გადაეცემა.

სანტა-ფეს სკოლაში 20 მაისს მომხდარი სროლების შედეგად, სულ ცოტა 10 ადამიანი დაიღუპა. შერიფის ინფორმაციით, პოლიციის მიერ დაკავებული ინციდენტის ორგანიზატორი, სკოლის მოსწავლე იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG