ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ტიკ-ტოკის" უპრეცედენტო საქმე


პრეზიდენტ ტრამპის განცხადება, იმის შესახებ, რომ "მაიკროსოფტის" მიერ, "ტიკ-ტოკის" შესყიდვის შემთხვევაში, აშშ-მ და მისმა ხაზინამ "საფასურის დიდი პროცენტი უნდა მიიღოს", საქმეს კიდევ უფრო უპრეცედენტოს ხდის.

ამერიკული კომპანია „მაიკროსოფტი“, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი ჩინურ „ტიკ-ტოკს“ ამერიკაში აკრძალვით დაემუქრა, „ტიკ-ტოკის“ ნაწილობრივ შესასყიდად მოლაპარაკებებშია ჩართული. ჩინურ კომპანია „ტიკ-ტოკს“ 100 000 000 ამერიკელი მომხმარებელი ჰყავს, მსოფლიოში კი ასობით მილიონი. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია კი ამბობს, რომ ამერიკაში „ტიკ-ტოკის“ მუშაობა ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.

ამ დრომდე არ არის ნათელი, როგორ შეიძლება ამოქმედდეს აკრძალვა, რომელზეც პრეზიდენტი ტრამპი საუბრობს. მსგავსი აკრძალვა, სამომხმარებლო აპლიკაციაზე, ფედერალურ ხელისუფლებას არასდროს დაუწესებია. ამის ფონზე, „ტიკ-ტოკი“აცხადებს, რომ მომხმარებელთა მონაცემებს ჩინეთის ხელისუფლებას არ აწვდის.

პლატმორმის შეძენის შესახებ, მოლაპარაკებებში ჩართვისას, „მაიკროსოფტს“ გარიგების პოტენციური ფასის შესახებ არ უსაუბრია.

ორშაბათს, რეპორტიორებთან საუბრისას, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ გარიგების შაფასურიდან, დიდი ნაწილი ამერიკის ხაზინამ უნდა მიიღოს. „გვინდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ დავიმსახურეთ მივიღოთ ფასის დიდი პორცენტი, მიიღოს ამერიკამ, ამერიკის ხაზინამ“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. თუმცა, ტელეკომპანია „ფოქსთან“ საუბრისას, თეთრი სახლის ეკონომიკურმა მრჩეველმა, ლარი ქადლოუმ საკითხზე კომენტირებისას, კონკრეტული შეფასებებების გაკეთებას თავი აარიდა და განაცხადა - „არ ვიცი, არის თუ არა ეს ძირითადი პირობა.“

გასულ კვირას გაკეთებულ განცხადებაში, კომპანია „მაიკროსოფტი“ აცხადებს, რომ „შეთანხმება ითვალისწინებს უსაფრთხოების სრულ განახლებას და ეკონომიკურ მოგებას შეერთებული შტატებისთვის, მათ შორის აშშ-ის ხაზინისთვის.“

„ტიკ-ტოკი“ აცხადებს, რომ ის ამერიკელებს უყვართ და მრავალი წლის განმავლობაში დარჩება მათთან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG