ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა ჯერ გააზიარა, შემდეგ კი წაშალა ვიდეო, სადაც მისი მხარდამჭერი რასისტულ განცხადებას აკეთებს


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა "ტვიტერზე" ვიდეო გააზიარა, სადაც მისი მომხრე ფლორიდაში ყვირის შემდეგ სიტყვებს "თეთრკანიანთა ძალაუფლება". ტრამპის მხარდამჭერი ამ სიტყვებით იმ ხალხს მიმართავდა, ვინც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ქმედებებს აპროტესტებდა ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ.

ვიდეო ტვიტერზე გაზიარების შემდეგ პრეზიდენტმა წაშალა. ვიდეოში ჩანდა, რომ მას შემდეგ, რაც ფლორიდაში ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ტრამპის მხარდამჭერს რასისტი უწოდა, მამაკაცმა მუშტი ჰაერში აწია და დაიძახა: "თეთრკანიანთა ძალაუფლება". ამ ფრაზას რასობრივი დატვირთვა იმის გამო აქვს, რომ მას ხშირად იყენებენ თეთრი რაი უპირატესობის მოძრაობის წევრები.

"ეჭვი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მას ეს არ უნდა გაეზიარებინა და მან ვიდეო უნდა წაშალოს", თქვა "სი-ენ-ენის" ეთერში სენატორმა ტიმ სკოტმა, ერთადერთმა შავკანიანმა რესპუბლიკელმა სენატში.

"ტვიტერზე" ვიდეოს გაზიარებისას პრეზიდენტმა დაწერა: "დიდი მადლობა არაჩვეულებრივ ვილიჯის". ვილიჯის ფლორიდაში მდებარე პატარა დასახლებაა, სადაც მოხუცები ცხოვრობენ. პრეზიდენტი დასახლებას შარშან პირადად ეწვია.

თეთრი სახლის სპიკერმა ჯად დირმა თქვა, რომ პრეზიდენტს "ძალიან უყვარს ვილიჯისი. მას არ გაუგია განცხადება, რომელიც ვიდეოში იყო. პრეზიდენტმა დაინახა უდიდესი ენთუზიაზმი მისი მხარდაჭერების მხრიდან".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG