ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ეს არ მოხდება“ - დონალდ ტრამპი ჩრ. კორეის მუქარაზე


ფხენიანი, ჩრდილოეთ კორეა
ფხენიანი, ჩრდილოეთ კორეა

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის საახალწლო განცხადებას ეხმაურება. კიმ ჩენ ინი იმუქრება, რომ ჩრდილოეთ კორეაში მალე ისეთ ინტერკონტინენტურ ბალისტიკურ რაკეტას გამოცდიან, რომელსაც ამერიკამდე მიღწევა შეეძლება.

„ეს არ მოხდება“ - თქვა ორშაბათს, სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა. ტრამპმა ჩინეთის მიმართ არაერთხელ გამოთქმული შენიშვნები გაიმეორა, რომელშიც ის პეკინს ფხენიანთან ეკონომიკური კავშირებისთვის აკრიტიკებდა.

ტრამპის გზავნილებს დადებითად გამოეხმაურა სამხრეთ კორეა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის თქმით, ამერიკის მომავალ პრეზიდენტს „ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხის სერიოზულობა და მისი საგანგებო მნიშვნელობა კარგად ესმის“.

XS
SM
MD
LG