ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს გერმანიაში, დიდი ოცეულის სამიტზე მეორე, მანამდე გაუსაჯაროებელი შეხვედრა ჰქონდათ.

ეს ინფორმაცია სამშაბათს თეთრმა სახლმა დაადასტურა, თუმცა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ არანაირი მეორე ოფიციალური შეხვედრა არ ყოფილა, და პირისპირ საუბარი ლიდერების ვახშამის დასრულებას მოჰყვა.

7 ივლისს, ორი ქვეყნის პრეზიდენტი პირისპირ შეხვდა ერთმანეთს. მათი ორსაათიანი შეხვედრა იმ დღეებში მთავარი და ინტენსიურად გაშუქებული თემა იყო.

თუმცა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა და პუტინმა დისკუსია მეორედ იმავე დღეს გამართეს, როცა ისინი ლიდერების ვახშამს დაესწრნენ. ეს ცნობა "ევრაზია ჯგუფის" პრეზიდენტმა იან ბრემერმა გახადა ცნობილი, ვახშამზე დამსწრე სხვა ლიდერებთან საუბრის შემდეგ.

პრეზიდენტმა ტრამპმა ამ ცნობის მედიის ინტერპრეტაციას ყალბი უწოდა. ჯერჯერობით ცნობილი არ არის რა განიხილეს ამ შეხვედრაზე, თუმცა როგორც პოლიტიკური რისკების საკონსულტაციო "ევრაზია ჯგუფის" პრეზიდენტი ამბობს, საუბარი ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG