ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი გამოძიებაზე გავლენის მოხდენის მცდელობის ბრალდებას უარყოფს


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს, რომ გენერალური პროკურორის მოვალეობის ყოფილ შემსრულებლს, მისი მოკავშირის დანიშნვა სთხოვა 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ორი ქალისთვის “გასაჩუმებელი” ფულის გადახდის საქმის მთავარ გამომძიებლად.

პრეზიდენტის წინააღმდეგ ეს ბრალდება გაზეთ “ნიუ-იორკ ტაიმსში” გაჟღერდა. სტატიის თანახმად, ტრამპმა მეთიუ უიტეკერს დაურეკა და სთხოვა საქმის მთავარ გამომძიებლად ჯეფრი ბერმანი, ტრამპის მიერ დანიშნული პროკურორი, აეყვანა.

“არა, სულაც არა. არ ვიცი ვინ მოგაწოდათ ეგ,” უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას “ნიუ-იორკ ტაიმსის” სტატიაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს. “ეს მორიგი ყალბი ამბავია. ბევრი ყალბი ამბავი, ბევრი ყალბი ამბავი ტრიალებს. არა, მე არ [დამირეკავს].”

თუ ეს ბრალდება დადასტურდა, აღნიშნული ეპიზოდი შესაძლოა გამოყენებული იქნას, როგორც პრეზიდენტის მიერ მისი კამპანიის რამდენიმე წევრის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG