ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალატის იურიდიულმა კომიტეტმა იმპიჩმენტის ორივე მუხლი დაამტკიცა


შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ორ მუხლს თითქმის ორი დღე განიხილავდა. ინტენსიური დებატების შემდეგ, პალატამ დღეს ორივე მუხლი დაამტკიცა. ესენია: ძალაუფლების ბოროტად გამოყენება პირადი პოლიტიკური მოგების მიზნით და კონგრესის იმპიჩმენტის გამოძიებისთვის ხელის შეშლა (ობსტრუქცია).

იმპიჩმენტის პროცედურის მომდევნო ეტაპი იქნება ბრალდებისთვის პალატის სრული შემადგენლობით კენჭისყრა. დემოკრატების მიერ კონტროლირებული წარმომადგენელთა პალატა იმპიჩმენტისთვის ხმის მიცემას მომავალ კვირაში გეგმავს.

თეთრი სახლი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. პრესმდივანმა სტეფანი გრიშემმა კენჭისყრის შედეგები დაგმო. მისი თქმით, "პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ამ საქმეს სენატში სამართლიანი სასამართლოს პირობის დაცვით მოეკიდებიან, რისი საშუალებაც მას პალატაში არ ჰქონია". სენატს რესპუბლიკელები აკონტროლებენ, რომელთა უდიდესი ნაწილი პრეზიდენტ ტრამპს გვერდში უდგას.

მოსალოდნელია, რომ დემოკრატების მიერ კონტროლირებული წარმომადგენელთა პალატა, დეტალური განხილვის შემდეგ, პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს. მოვლენების ამ მიმართულებით განვითარების შემთხვევაში, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სენატში, სასამართლო პროცესის მსგავსი პროცედურა, მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG