ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა იფთარს უმასპინძლა


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „უდიდეს პრივილეგიად“ მოიხსენია უმრავლესი მუსლიმი მოსახლეობით დასახლებული ქვეყნებიდან ელჩების და დიპლომატების მასპინძლობა თეთრ სახლში გამართულ იფთარზე. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „რამადანი მოწყალების, გაცემის, ურთიერთის სამსახურის“ პერიოდია.

პრეზიდენტმა ტრამპმა იფთარს ორშაბათს უმასპინძლა თეთრ სახლში. თუმცა მან კლინტონის ადმინისტრაციის დროს დაწესებული ტრადიცია დაარღვია და პრეზიდენტობის პირველ წელს ასეთი თავყრილობა არ გაუმართავს

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მან სრულად აკრძალა ყველა მუსლიმის შემოსვლა აშშ-ში და რამდენიმე საპრეზიდენტო გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი მუსლიმი უმრავლესობის ქვეყნებიდან იმიგრაციის შეზღუდვის მიზნით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG