ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი აკრიტიკებს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს


ქრისტოფერ ვრეი - გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი კონგრესში მიმდინარე მოსმენაზე
ქრისტოფერ ვრეი - გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი კონგრესში მიმდინარე მოსმენაზე

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დღეს დილით იერიში მიიტანა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორ - ქრისტოფერ ვრეიზე. "არ ვიცი, რომელ ანგარიშს კითხულობდა" ის - წერს სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" დონალდ ტრამპი, "მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ის არ არის, რაც მე გადმომცეს". პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ასეთი ქცევით, ვრეი "ვერასდროს შეძლებს გამოძიების ფედერალური ბიუროს გამოსწორებას, რომელიც ძლიერაა დაზიანებული, იმის მიუხედავად, რომ იქ ზოგიერთი დიდებული კაცი და ქალი მუშაობს".

ერთი დღით ადრე, ორშაბათს, იუსტიციის დეპარტამენტის დამოუკიდებელმა გენერალურმა ინსპექტორმა განაცხადა, რომ ბიუროს მიერ 2016 წელს დაწყებულ გამოძიებაში, რომელიც ტრამპის საარჩევნო კამპანიის რუსეთთან კომუნიკაციას იძიებდა, პარტიული ინტერესების კვალი ვერ აღმოაჩინა.

ორშაბათსვე, ბიუროს დირექტორმა ქრისტოფერ ვრეიმ ინტერვიუ მისცა ტელეკომპანიას "ეი-ბი-სი". მან თქვა, რომ გენერალური ინსპექტორის დასკვნის მიხედვით, "გამოძიება გაიხსნა შესატყვისი მტკიცებულებების და ავტორიზაციის საფუძველზე". თუმცა, მან ისიც აღნიშნა, რომ გამოძიების პროცესში, ფედერალურმა ბიურომ ბევრი შეცდომა დაუშვა.

დამოუკიდებელი გენერალური ინსპექტორის ანგარიშის მოლოდინი ვაშინგტონში დიდი იყო. პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერებს იმედი ჰქონდათ, რომ დამოუკიდებელი გამოძიება ფედერალური ბიუროს საქმიანობაში პარტიული მიკერძოების და ტრამპის საწინააღმდეგო განწყობის ნიშნებს ნახავდა. მაგრამ, გენერალურმა ინსპექტორმა მაიკლ ჰოროვიცმა, რომელმაც მკაცრად გააკრიტიკა ბიურო "მნიშვნელოვანი შეცდომების" მთელ სერიაში, გამოძიების დაწყების მოტივში პოლიტიკური მიკერძოების ნიშნები ვერ იპოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG