ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი კონგრესმენ დემოკრატებს აკრიტიკებს


თეთრმა სახლმა, იმ დემოკრატების წინააღმდეგ, რომლებიც აგრძელებენ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნას, მას შემდეგ რაც ყოფილი სპეციალური გამომძიებლი რობერტ მალერი კონგრესის წინაშე წარსდგა, განცხადება გააკეთა. „მათ გონებაში ეს ვერ დასრულდა, რაც ძალზედ საოცარია“, - განაცხადა თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მიკ მულვანიმ „ფოქს ნიუსთან“ საუბარში. „ეს დასრულდა. ადამიანების უმეტესობმამ იცის, რომ ეს დასრულდა“. მულვანიმ კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც კონგრესის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა, ჯეროლდ ნადლერმა განაცხადა, რომ დემოკრატები ტრამპის იმპიჩმენტის შესაძლებლობას განიხილავენ.

წარმომადგენელთა პალატის დემოკრატები იმის დადგენას ცდილობენ, შეუშალა ხელი, თუ არა პრეზიდენტმა მართლმსაჯულებას და შეეცადა, თუ არა ის მალერის გამოძიების შეჩერებას, რომელიც 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევას იძიებდა. იმ დროს პრეზიდენტმა გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ნადლერმა განაცხადა, რომ მისი პანელი საქმეს იწყებს, რათა მოსამართლისგან მიიღოს თანხმობა დიდი პალატის ჩვენებები მოიპოვოს, რომელიც მალერის გუნდმა შეაგროვა გამოძიების ფარგლებში, პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმის მოსამზადებლად.

წარმომადგენელთა პალატის 235 დემოკრატიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვით 100 კონგრესმენი გამოვიდა. პრეზიდენტი გამოძებას „დროის კარგვას“ და „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებდა და აცხადებდა, რომ მალერის დასკვნამ ის გაამართლა რუსეთთან გარიგების და მართმსაჯულებისთვის ხელის შეშლის გამოძიების ფარგლებში.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ნადლერის მცდელობას მოიპოვოს დიდი პალატის ჩვენებები იზიარებს, თუმცა არ ეთანხმება იმპიჩმენტის პროცესის ფორმალურად დაწყებას. იმპიჩმენტის ნაცვლად ის მხარს უჭერს წარმომადგენელთა პალატის კომიტეტების მიერ ტრამპის ბიზნეს საქმიეანობის გამოძიებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG