ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორი კორკერი ტრამპს მოუწოდებს “საკუთარ თავს გადააბიჯოს”


შარლოტსვილის ძალადობის თემით მოცული მძიმე კვირის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტი არიზონის შტატში გაემგზავრა. დღეს დონალდ ტრამპი ისევ საარჩევნო კამპანიის სტილში გამართულ, საკუთარ მხარდამჭერებთან მოწყობილ შეხვედრაზე გამოდის.

პრეზიდენტი თავის საბაზისო ამომრჩეველთან გაერთიანებას ცდილობს, ისევე, როგორც ეს მანამდე ვირჯინიაში გამგზავრებისას გააკეთა. თუმცა, რესპუბლიკელთა სულ უფრო და უფრო მეტი ნაწილი აფრთხილებს ტრამპს, რომ შარლოტსვილში და შემდეგ ბოსტონში გამართული აქციების ფონზე, მან ქვეყნის გაერთიანებისთვის გაცილებით მეტი უნდა იღონოს.

“პოლიტიკური დაპირისპირებების გაღრმავების ხარჯზე საკუთარი მხარდაჭერის ამაღლება არ არის ქვეყნის დაწინაურების და იმ პრობლემების გადაწყვეტის ფორმულა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას” - განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა ბობ კორკერმა. მან პრეზიდენტ ტრამპს მოუწოდა “საკუთარ თავს გადააბიჯოს.”

ტრამპის ლიდერობის უნარებს თანდათან უფრო მეტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ექსპერტებიც. “ვფიქრობ, ამ მოვლენებმა ბევრისთვის გამოამჟღავნა მისი უუნარობა გაუმკლავდეს რთულ პრობლემებს, უუნარობა საჭიროების შემთხვევაში, გახდეს მორალური ლიდერი მნიშვნელოვან საკითხებში” - ამბობს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი ჰანს ნოელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG