ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, კორპორაციების ლიდერებმა, რომლებმაც მისი მწარმოებლების მრჩეველთა საბჭო დატოვეს ეს „სირცხვილის გამო გააკეთეს“.
ტრამპის თქმით, ეს ლიდერები ამერიკის გარეთ აწარმოებდნენ პროდუქტებს. ტრამპმა ნიუ იორკში ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მათ სერიოზულად არ მიაჩნიათ ამერიკაში სამუშაო ადგილების დაბრუნება.
ტრამპის საბჭო „მერკ ფარმაცევტიკალის“ ხელმძღვანელმა, კენეტ ფრაიზერმა, „ამურის“ სპორტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის თავმჯდომარემ კევინ პლანკმა და ტექნოლოგიების გიგანტის, „ინტელის“ ხელძღვანელმა ბრaიან კრზანიჩმა დატოვეს. მათი გადაწყვეტილება, დაეტოვებინათ საბჭო შარლოტსვილში მომხდარ მოვლენებზე ტრამპის პასუხმა განაპირობა.
Facebook Forum