ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ნეო-ნაცისტებს და კუ-კლუქს კლანს გმობს


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი რასის უპირატესობის მომხრეები დაგმო, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ, შარლოტსვილში მსვლელობა გამართეს. აღნიშნული მსვლელობა მხვრეპლით დასრულდა. პრეზიდენტის თქმით „რასიზმი ბოროტებაა.“

ტრამპმა განცხადება ორშაბათს გააკეთა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტის მიმართ დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა კრიტიკა გამოთქვეს, მას შემდეგ, რაც მან გარკვევით არ დაგმო თეთრი რასის უპირატესობის მომხრეები, ნეო-ნაცისტები და სხვა სიძულვილის ჯგუფები შარლოტსვილის მსვლელობის შემდეგ. ისინი შარლოტსვილში კონფედერატების გენერალ რობერტ ლის ძეგლის დემონტაჟის გეგმას აკრიტიკებდნენ.

ორშაბათს, თეთრ სახლში გამოსვლისას, ტრამპმა მკაფიოდ დაგმო მსვლელობის მონაწილე ჯგუფები და პირობა დადო, რომ მოხდება მათი დასჯა, ვინც ძალადობის ინსცენირებაში მონაწილეობდა.

„მათ, ვინც კრიმინალურად მოქმედებდა უქმეებზე გამართული მსვლელობისას - თქვენ პასუხს აგებთ კანონის სრული სიმკაცრით. სამართლიანობა მიღწეული იქნება. როგორც შაბათს განვაცხადე, ჩვენ, ამ სიტყვის ყველაზე მკაცრი გაგებით, ვგმობთ სიძულვილის, ზიზღის და ძალადობის ასეთ საშინელ გამოხატვას. ამის ადგილი ამერიკაში არაა, და როგორც მე აქამდე ბევრჯერ ვთქვი, მიუხედავად კანის ფერისა ჩვენ ყველა ერთი კანონის ქვეშ ვცხოვრობთ“, - განაცხადა ტრამპმა.

მან რასისტული ჯგუფები, მათ შორის „კუ-კლუქს-კლანი“ და „ნეო-ნაცისტები“ გარკვევით დაგმო და განაცხადა, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან „ყველაფერ იმას, რაც ჩვენთვის, როგორც ამერიკელებისთვის, უძვირფასესია.“

გასულ შაბათს, ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში უკიდურეს მემარჯვენეთა და ანტიფაშისტთა დემონსტრაციები შეტაკებითა და მსხვერპლით დასრულდა. ერთი ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა, როდესაც ანტიფაშისტ დემონსტრანტთა ჯგუფში მსუბუქი ავტომანქანა შევარდა. პოლიციამ ავტომანქანის მძღოლი მალე დააკავა და მას ბრალი მკვლელობისთვის წარუდგინა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG